კომაროვის სკოლა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებით კვლავ პირველადგილოსანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკასა და ფიზიკაში.

2021 წლის  23 დეკემბერს,  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში  გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მოსწავლეებისა და გამარჯვებული  სკოლების  ონლაინ დაჯილდოება გაიმართა.

 

გამარჯვებულებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ მიულოცეს.  მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

 

კომაროვის სკოლა, 2020-21  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებით,  კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა  მათემატიკასა და ფიზიკაში. 

 

2020-2021 სასწავლო წლის ოლიმპიადაში საჯარო და კერძო სკოლების 17 343 მოსწავლემ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და 3 ეტაპს– სასკოლო, რეგიონული და დასკვნით ტურებს მოიცავდა.

 

2020-21 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეებიდან  47 კომაროველია, რომლებმაც გამარჯვებულის 52  ტიტული მოიპოვეს, მათ შორის 21  პირველი, მეორე ან მესამე ადგილია. 

 

·      მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეების 80% კომაროვის სკოლის მოსწავლეა;

 

·      ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების 95%-ზე მეტი ასევე, კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

 

გარდა მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკისა, კომაროვის სკოლის მოსწავლეები გამარჯვებლები არიან -  ქიმიაში, ბიოლოგიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში.


 იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეების სია


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!



ზემოთ